თეგი: Wizz Air

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air-ი თბილისიდან იფრენს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს. „ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება“, - განაცხადა თეა ზაქარიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.  

Wizz Air-ი აცხადებს, რომ აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მეექვსე თვეს ითვლის, რუსეთი რჩება იზოლირებული საერთაშორისო საზოგადოებისგან. საერთაშორისო ბრენდები კვლავ ბოიკოტს უცხადებენ ქვეყანას, ხოლო ავიაკომპანიები და ქვეყნები ფრენების აკრძალვასა და სანქციებს აწესებენ, Wizz Air Abu Dhabi-მ გამოაცხადა, რომ აბუ დაბიდან მოსკოვის მიმართულებით,ფრენებს განაახლებს ბილეთები კი, 3 ოქტომბრიდან გაიყიდება. „ავიაკომპანია განაახლებს ოპერირებას მოსკოვში, რათა დააკმაყოფილოს მგზავრების მოთხოვნა, რომლებსაც სურთ ფრენა რუსეთში არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქიდან„ - ამბობს კომპანიის სპიკერი. Wizz Air Hungary და Wizz Air UK ამჟამად არ ახორციელებენ ფრენებს რუსეთში. ამჟამად აკრძალულია ფრენები რუსეთში დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან.  

Wizz Air-მა მოსკოვი-აბუ-დაბის ფრენების აღდგენა გადადო

ავიაკომპანია Wizz Air-მა მოსკოვიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენის გეგმა შეაჩერა.  Wizz Air-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებია". ავიაკომპანიამ კრიტიკას Twitter-ის მეშვეობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ფრენას განახორციელებს აბუ-დაბის წარმომადგენლობა, რომელიც რეგისტრირებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მუშაობს მისი რეგულაციების შესაბამისად. ქვეყნის სხვა ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ.  Wizz Air Abu Dhabi-ს უდიდესი წილის მფლობელია აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰოლდინგი ADQ, ხოლო თავად Wizz მხოლოდ 49%-იან წილს ფლობს.  ამ თვეში ცნობილი გახდა, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის აბუ-დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენების განახლებას აპირებდა. თუმცა, ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დაწესებული სანქციები სერვისებს კრძალავს.  

Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

Wizz Air-ის ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობის გამო, ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები აეროპორტში ზუსტ დროს ვერ გამოცხადდნენ. "ფრენა იყო დილის 06:10 საათზე, ავტობუსი თბილისიდან უნდა გამოსულიყო ღამის 00:00-ზე, რათა ადგილზე რამდენიმე საათით ადრე ყოფილიყო, თუმცა უამინდობის გამო ორი საათით ადრე გავიდა, ანუ 22:00-ზე. მგზავრები ადგილზე იყვნენ 05:42 საათზე, როცა ფრენა უკვე გადაწეული იყო 06:22-ზე, რაც ქუთაისმა არ ასახა არც საიტზე და არც ზარების დროს იძლეოდნენ ამ ინფორმაციას. ვიზეარმა მეილი მოიწერა მგზავრებთან, რომ ფრენა გადადო 30 წუთით. თუმცა არც ეს იყო აეროპორტის თანამშრომლებისთვის რაიმეს მომცემი. აგრეთვე, თვითმფრინავი ნაცვლად 06:10 საათისა, აფრინდა 07:18 საათზე, როცა მგზავრები უკვე თითქმის 2 საათის მისულები იყვნენ. საუბარია 87 მგზავრზე და არა 1-2-3 ადამიანზე", - წერს ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში.  

ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ცნობის გამო, ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან დაბრუნდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა. „აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ," - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისიდან ბარსელონაში მიმავალი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს.  

დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი რეისი ქუთაისში დააბრუნეს - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“,- ნათქვამია განცხადებაში.  

EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი გერმანიის მიმართულებით ფრენებს ამატებს

ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება. Wizzair-ის ცნობით, რეგულარული რეისების გარდა, Wizz Air-მა 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთთან გამართავს.